logo
ENG



სეფაშვილი "დარწმუნებულია", რომ რუსული კანონის მიღება აშშ-ს მხრიდან სანქციებს არ გამოიწვევს

09 აპრ 202412:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/09/gwsmfbisyxllr44.jpg

ხალხის ძალის დეპუტატი, ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსული კანონის მიღების შეთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანქცირებას ადგილი არ ექნება. 

სეფაშვილის სიტყვებით, აშშ-ს ახლანდელ ელჩთან, რობინ დანიგანთან ახლა "გაცილებით სხვა დონის დამოკიდებულება" აქვთ. 

"თუ გვემუქრებიან, ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება. ამას მე ვერ დავარქმევდი პარტნიორულ დამოკიდებულებას, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დასანქცირებას ადგილი არ ექნება. ახლანდელ ელჩთან ჩვენ გვაქვს გაცილებით სხვა დონის დამოკიდებულება, გაცილებით უფრო დიდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული. ჩვენ ახლანდელი ელჩის მხრიდან არ მოგვისმენია მსგავსი ტიპის ისეთი განცხადებები, რომელიც პირდაპირ წყალს ასხამდა რადიკალების წისქვილს", - ამბობს სეფაშვილი. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა რუსული კანონის მიღება აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესებას, მეთიუ მილერმა ასე უპასუხა: 

"ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით, რაც შეეხება იმას თუ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით... დღეს სათქმელი არაფერი მაქვს".


close დახურვა